ჩინელმა მეცნიერებმა მრავალჯერადი გამოყენების ქაღალდი გამოიგონეს

მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომ ჩვეულებრივი ქაღალდი ძალიან მალე დაკარგავს ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქციას, ადამიანები მას ჯერ კიდევ დიდი დოზით იყენებენ, მაგალითად, შენიშვნების გასაკეთებლად.

სწორედ ამიტომ ერთდროულად რამდენიმე სამეცნიერო გუნდი მუშაობს მრავალჯერადი ქაღალდის კონცეფციაზე, რომელზეც გადაწერა იქნება მრავალჯერადად შესაძლებელი.

შემქმნელების აზრით, ასეთი ქაღალდი დაეხმარება ტონობით ქაღალდის შენარჩუნებას. ბოლო მსგავს მიგნებაზე ჟურნალ ACS Applied Materials and Interfaces-ში ჩინელმა მეცნიერებმა ისაუბრეს.

ფუცზიანის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა საფუძვლად აიღეს ჩვეულებრივი ქაღალდის ფურცელი და მისი ერთ-ერთი მხარე დაფარეს თერმოქრომული ლურჯი საღებავით, რომელიც გახურებისას უფერულდება. მეორე მხარეს კი დაიტანეს ფოტოთერმული შავი ტონერი, რომელიც ატარებს სითბოს და გამოყოფს მას მასზე სინათლის მოხვედრისას. ამის შემდეგ მათ დახატეს ლურჯ მხარეზე სითბოს გამომყოფი საწერკალმით. ტონერი გახურდა და მელანი გაუფერულდა.

მისი შემქმნელები აცხადებენ, რომ სხვა ცდებისგან განსხვავებით ამ ქაღალდის დამზადება მარტივია და ნაწერის წასაშლელად არ არის საჭირო ულტრაიისფერი სხივის გამოყენება. საკმარისია მხოლოდ ის გავაგრილოთ -10 გრადუსამდე და ის „განულდება“ ახალი გამოყენებისთვის. მსგავსი პროცედურის ჩატარება კი სულ ცოტა ასჯერ იქნება შესაძლებელი.

კოკა კვირკველია