საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში კონფერენცია ჰიდრო ნაგებობების უსაფრთხოება, განახლებადი ენერგიის განვითარება ტარდება

„საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ (Gncold)-ის ორგანიზებით 2018 წლის 14 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში (მე-11 პავილიონი) ტარდება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ჰიდრო ნაგებობების (კაშხლების) უსაფრთხოება-განახლებადი ენერგიის განვითარება 2018“.

კონფერენცია ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში განხილული იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების საკითხები. ბოლო დროს, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე გახშირებულმა ავარიებმა (შუახევიჰესის გვირაბი, ბახვიჰესი, ლარსიჰესი და სხვა) კიდევ უფრო აქტუალური გახადა ჰიდროელექტროსადგურებზე, ინფრასტრუქტურულ, წყალსამეურნეო და სამელიორაციო ობიექტებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. აშკარაა, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა და მსგავსი ინციდენტების პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ქართველი ცნობილი სპეციალისტები. წარმოდგენილი იქნება ახალი მიდგომები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა ჰიდროტექნიკური ნაგებობების, კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა საქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისებაში (ჰიდრო, ქარი, მზე) არსებული სიტუაციებისა და პრობლემების განხილვას.

მომხსენებლები:

დავით მირცხულავა (საქართველო) ლევან ვეფხვაძე (საქართველო)

რევზ არველაძე (საქართველო) მიხეილ ნიბლაძე (საქართველო)

გიორგი ჩიქოვანი (საქართველო) გიორგი აბრამიშვილი (საქართველო)

მანუელ ანტუან-ვალერი (საფრანგეთი) გია არაბიძე (საქართველო)

შტუკე (შვეიცარია) მურმან მარგველაშვილი (საქართველო)

აგოსტინო ავანცი (იტალია) პაატა ცინცძე (საქართველო)

მაურო პიკოლო. (იტალია)

ივანე ნონიევი (საქართველო)

არჩილ მოწონელიძე (საქართველო)

კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა გამოაგზავნეთ მოთხოვნა შემდეგ ელფოსტაზე: marketing@expogeorgia.ge

გამოფენების ცენტრი ExpoGeorgia

წერეთლის გამზირი #118

(R)