„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 74.5%-ის თქმით, სესხის გაცემა მხოლოდ შემოსავლების დასაბუთების სანაცვლოდ უნდა მოხდეს.მათივე თქმით, ეს მოსახლეობას ჭარბვალიანობისგან დაიცავს.
გამოკითხვაში მონაწილეთა 23.8% თვლის, რომ სესხის გაცემა მხოლოდ შემოსავლების დასაბუთებით არ უნდა მოხდეს, რადგან ეს თვითდასაქმებულებზე ცუდად აისახება.
ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა 1.8%-ს უჭირს.
გამოკითხვა საიტზე 2018 წლის ივნისიდან 12 დეკემბრამდე მიმდინარეობდა.