„ჩვენ დღეს იმაზე ნაკლები მოგების მარჟა გვაქვს, რაც კი გვქონია მთელი ამ 20 წლის განმავლობაში" - ფხაკაძე საწვავის ფასზე

„ჩვენ დღეს იმაზე ნაკლები მოგების მარჟა გვაქვს, რაც კი გვქონია მთელი ამ 20 წლის განმავლობაში" - ამის შესახებ ვისოლ ჯგუფის ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ საწვავის ფასებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიები სრულად დამოკიდებული არიან ლარის კურსსა და საერთაშორისო ფასებზე.

„ჩვენ ყოველთვის გულახდილად ვსუბრობთ ჩვენს მომხმარებელთან. ის სექტორი, რომელიც ნავთობპროდუქტების იმპორტითაა დაკავებული, სრულად დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: საერთაშორისო ფასებსა და ლარის კურსზე. თუ მოგვეცემა საშუალება, რომ უფრო დაბალი ფასი იყოს, ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ქრისტინე გამთენაძე