„ვთვლით, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობაა და ეს ძალიან გულახდილად ვუთხარით მინისტრსაც“, -ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ ეკონომიკის მინისტრისა და ბიზნესასოციაციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ დავუსვით მინისტრს შეკითხვა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. ბიზნესის სურვილია, საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს. ხელისუფლებაც გვეთანხმება, რომ არის ინფორმაციის ნაკლებობა. როგორც ვიცით, ამ დღეებში დაიწყება ამ ინფორმაციის გავრცელება და მიაღწევს ნებისმიერ კომპანიამდე“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
ქრისტინე გამთენაძე