„თუ ბაზარზე ირანული არმატურის წილი კიდევ გაიზარდა, საწარმო დაიხურება“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადვოკატმა დავით ებრალიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ დღეს 12 დეკემბერს 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში უკვე გაუშვა.
„პრობლემა არა იმდენად ანტიდემპინგური კანონის არარსებობაა, პრობლემა ის შედეგია, რაც საწარმოს დაუდგა. მას შემდეგ, რაც ამერიკამ ირანს სანქციები დაუწესა, ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ირანულ პროდუქციაზე. დარჩა საქართველო, სადაც დღემდე ირანული არმატურა საკმაოდ იაფად შემოდის. გეტყვით, რომ თუ 8-9 თვის წინ ქართულ ბაზარზე ირალურ არმატურას 1%-იც კი არ ეკავა, ამ რამდენიმე თვეში ეს მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა. დღეს ირანულ არმატურას ქართული ბაზრის 37% უკავია, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და საგანგაშო ჩვენთვის.
თუ ამ ტემპებით გაგრძელდა ზრდა, მაშინ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დაიხურება. ჩვენ აქამდეც დავაანონსეთ, რომ მეორე ღუმელის იანვარში გაჩერება “, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ დავით ებრალიძემ.