საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 6 მლნ დოლარით გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ბოლო ერთ თვეში 6 მლნ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,108 მლრდ დოლარს (13,738 მლრდ ლარს) გადააჭარბა. 30 ოქტომბრის მონაცემებით კი, ვალის მოცულობა 5,102 მლრდ დოლარს (13,789 მლრდ ლარს) შეადგენდა.

საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA), მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 30 ნოემბრის მონაცემებით 1,068 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს, IBRD -ს მიმართ 778,5 მლნ დოლარს და 104,2 მლნ ევროს, ADB -ის მიმართ ვალი შეადგენს 328 მლნ დოლარს და 30,3 მლნ ევროს, ხოლო EIB-ს მიმართ 372,7 მლნ ევროზე მეტს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი კი, 30 ნოემბრის მონაცემებით, 124,4 მლნ დოლარს შეადგენს.

ნინი ქეთელაური