ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 60 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.010 პროცენტით, მაქსიმალური 7.040 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.018 პროცენტით განისაზღვრა.