"2019 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე 1 045.0 მლნ ლარამდე დაიხარჯება"

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2019 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 61 მლნ ლარით გაიზრდება და 1 045.0 მლნ ლარამდე დაიხარჯება.

მისი თქმით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 754.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად სამედიცინო მომსახურებას 1 მლნ ადამიანზე მეტი იღებს. C ჰეპატიტის მართვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია - 11.0 მლნ ლარი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის პროგრამის დაფინანსება გაორმაგებულია და გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი.