2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 324.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.6 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 3 033.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 291.2 მლნ. აშშ დოლარი (16.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა.