პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში პაპუნა ლეჟავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში პაპუნა ლეჟავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. პაპუნა ლეჟავა 91-ხმით (9 წინააღმდეგი) აირჩიეს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა. პაპუნა ლეჟავას პროფესიული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა.