„თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ მგზავრობის ტარიფის მომატება არ განიხილებაკომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ მგზავრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება მენეჯმენტის მიერ არ განიხილება. „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯმენტის მიერ დღის წესრიგში არ განიხილება. უმორჩილესად ვთხოვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წევრებს, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, რითიც შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი და ზიანი ადგება კერძო კომპანიას, რამაც შესაძლებელია ზოგადად ბიზნესგარემო დააზიანოს“, – ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სპეციალურ განცხადებაში.