„ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით ჩვენი სიფრთხილე ახირება და უსაფუძვლო პანიკა არ არის“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.„ბიზნესპრესნიუსი“ გვენეტაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„არის თუ არა ჭარბვალიანობა სერიოზული გამოწვევა და რისკი, რომელიც საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას?
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი სიფრთხილე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით არ არის ახირება და უსაფუძვლო პანიკა. ჭარბვალიანობა რეალური პრობლემაა, რასაც ფინეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მარია ნიუკანენის განცხადებაც ცხადყოფს. სწრაფი ზრდა როგორც იპოთეკურ, ისე სხვა სამომხმარებლო სესხებში რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და მოწყვლადს ხდის მას შოკების მიმართ. ნიუკანენის აზრით, ცენტრალური ბანკის ხელთ არსებულ მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს აკლია საკრედიტო მოთხოვნის შემცირებისა და სესხის შემოსავალთან ფარდობის შეზღუდვის შესაძლებლობა,“-წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.