პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა.მისი თქმით, ახალი რეფორმა არის მაქსიმალურად შეჯერებული, რაც პრაქტიკაშიც დიდი წარმატებით განხორციელდება.
„საპენსიო პაკეტი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რაც განახორციელა პარლამენტმა მთავრობის ინიციატივის საფუძველზე. რეფორმა განხორციელდა ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე და მათ შორის ამ კონსულტაციებში იყო ჩართული ბიზნესსექტორიც. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იყო მაქსიმალურად აწონილ-დაწონილი, შეჯერებული და შესაბამისად, ვფიქრობ, ეს რეფორმა დიდი წარმატებით განხორციელდება და არის პრაქტიკული ზომებიც მიღებული იმისათვის, რომ დაიწყოს სათანადოდ ამ რეფორმის პარქტიკაში განხოციელება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.