ჰაერის დაბინძურება მსოფლიოში ეკოლოგიის კუთხით ნომერ პირველ გამოწვევად რჩება.
ის განსაკუთრებით მწვავედ დგას ურბანულ არეალებში. მაგრამ ორმა ევროპელმა არქიტექტორმა შექმნა ისეთი ფარდები, რომელებიც მსხვილ შენობებს „ცოცხალ კედელს“ უქმნის და ხელს უწყობს ჰაერის დასუფთავებას.
ეს ფარდები შედგება ლაბირინთის მსგავსი მილების ქსელისგან, რომელზეც დატანილია მიკროსკოპული წყალმცენარეები, რომლებიც თავის მხრივ, ხელს უწყობენ ნახშირორჟანგის შთანთქმას და ჟანგბადის გამოყოფას.
ინოვაციური ფარდის შემქმნელებმა ის უკვე გამოსცადეს ირლანდიაში, სადაც დუბლინის ციხესიმაგრის პირველი და მეორე სართულები შემოსეს ათზე მეტი ფარდით. სრულად დაფარვის შემთხვევაში ამ ფარდებს შეეძლოთ 1 კილოგრამი ნახშირორჟანგის შთანთქმა ყოველდღიურად, ეს კი დაახლოებით 20 ზრდასრული ხის მიერ ყოველდღიურად შთანთქმულ ოდენობას უდრის.
კოკა კვირკველია