ნოემბერში საქართველოში 133.1 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა

2018 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 133.1 მლნ აშშ დოლარი (358.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0 პროცენტით (11.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.3 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში 2018 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 37.79 მილიონი დოლარით რუსეთი ლიდერობს, მას მოსდევს იტალია, საიდანაც 16.49 მლნ ამერიკული დოლარი შემოვიდა, ხოლო მე-3 ადგილზეა საბერძნეთი 14.62 მლნ დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი აშშ და ისრაელი ინაწილებენ.

2018 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.7 მლნ აშშ დოლარი (53.10 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.9 მლნ აშშ დოლარისა (53.08 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.