კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი საიმიჯო ვიდეორგოლით ხვდება

ზამ­თრის ტუ­რის­ტუ­ლის სე­ზო­ნის გახ­სნას სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი „გო­დერ­ძი“ ახა­ლი ვი­დე­ორ­გო­ლით შეხ­ვდე­ბა.

„როცა მთე­ბი გიხ­მო­ბენ, წადი იმ მხა­რე­ში, სა­დაც წე­ლი­წა­დის ნა­ხე­ვა­რი თოვ­ლი­ა­ნია“ ამ სი­ტყვე­ბით იწყე­ბა ვი­დე­ოკ­ლი­პი, რო­მელ­შიც სრუ­ლა­დაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი კუ­რორ­ტის ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე თა­ვი­სი ავ­თენ­ტუ­რი გა­რე­მო­თი და ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლით. სა­ი­მი­ჯო კლი­პი კუ­რორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მო­ამ­ზა­და და უკვე ჩა­უშ­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მებ­ზე. კუ­რორტზე ზამ­თრის ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის გახ­სნა 22 დე­კემ­ბერს იგეგ­მე­ბა.

„ჩვენ­თვის უმ­თავ­რე­სი იყო ვი­დე­ორ­გოლს გად­მო­ე­ცა ძვე­ლი­სა და ახ­ლის სინ­თე­ზი. ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლი­თი. ეს არის ის ემო­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ხში­რად რჩე­ბათ კუ­რორტ გო­დერ­ძის სტუმ­რებ­სა და ტუ­რის­ტებს. ვი­დე­ორ­გო­ლი რამ­დე­ნი­მე ენა­ზეა, მათ შო­რის ინ­გლი­სუ­რად და გერ­მა­ნუ­ლად. ჩვენ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის ბუ­ნებ­რი­ვია, უკვე ვახ­დენთ ჩვე­ნი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ი­თა და სხვა სა­რეკ­ლა­მო არ­ხე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში. გო­დერ­ძის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აც ამ კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი ნა­წი­ლია. ზო­გა­დად, გო­დერ­ძი, რო­გორც სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი, არის ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი დღის წეს­რი­გის შემ­ქმნე­ლი მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის­თვის და ჩვენს სტრა­ტე­გი­ა­ში, აჭა­რა ოთხი­ვე სე­ზონ­ზე იყოს მიმ­ზიდ­ვე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის, ცენ­ტრა­ლუ­რი როლი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლოტ­მა.