საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაშურში, საერთაშორის სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობას იწყებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით, 6 მილიონი ლარია.
პროექტის დეტალები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ და ხაშურის მერმა, გიორგი გურასპაშვილი ადგილზე განიხილეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოს ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. ასევე, მოეწყობა ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები.
„პროექტი ასევე ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას. პროექტის განხორციელება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ მერიაში.