"გარემოს დაცვის კუთხით, თბილისში არსებული გამოწვევები იმ დერეგულაციის შედეგია, რაც წლების განმავლობაში იყო"

გარემოს დაცვის კუთხით, თბილისში არსებული გამოწვევები იმ დერეგულაციის შედეგია, რაც წლების განმავლობაში იყო,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ევროპის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ჰაერის ხარისხის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად გამოწვევებზე იმსჯელეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხში, რომელიც თბილისში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ეხება, საზოგადოება და საჯარო სექტორი იყოს ჩართული. თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ჯანსაღ გარემოზე ორიენტირებული სატრანსპორტო, გარემოსდაცვითი და ურბანული პოლიტიკის გატარებაა. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც მუნიციპალიტეტი დგამს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი განახლების, მწვანე საფარის მასშტაბების გაზრდისა, თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების წარმოქმნის პრევენციის თვალსაზრისით, არის იმ გამოწვევებზე პასუხი, რაც სამწუხაროდ, თბილისში დგას და სხვადასხვა მიმართულებით იმ დერეგულაციის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში იყო. ეს ის საკითხებია, რაც აწუხებს როგორც მოსახლეობას, ასევე სახელმწიფოს", - აღნიშნა ბითაძემ.