მოსახლეობის თითქმის 40% კომუნალური გადასახდელების გადასახდელად ფულს სესხულობს.ამის შესახებ, საქართველოში ენერგეტიკული სიღარიბის შესახებ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, ამ მიზნით ფულს ყოველთვიურად მოსახლეობის - 8%; ორ თვეში ერთხელ 6%, ხოლო უფრო იშვიათად - 24% სესხულობს.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ენერგეტიკული სიღარიბე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს, ან ოჯახებს არ აქვთ შესაძლებლობა, სათანადოდ გაათბონ სახლი ან ხელმისაწვდომ ფასად მიიღონ სხვა საჭირო ენერგეტიკული მომსახურება.
ცნობისთვის, კვლევა ორგანიზაციამ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ჩაატარა.