საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, დროებით გადაიკეტება

საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, დროებით გადაიკეტება, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

„დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე ამაღამ 00:00 საათიდან 15 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.