ევროკავშირიდან ბრიტანეთის ოფიციალურად გასვლის შემდეგ, ბრიტანეთის მოქალაქეებს ევროპის კავშირის ქვეყნებში შესვლისთვის ვიზის აღება დასჭირდებათ.ამისათვის კი მათ ონლაინ აპლიკაციის შევსება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ.
„გარდიანის“ ცნობით, ვიზას სამი წელი ექნება ვადა. აღნიშნული წესი ევროკომისიამ უკვე დაამტკიცა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის პრესსპიკერი აცხადებს, ბრიტანეთის მოქალაქეებს სპეციალური ფორმის ე.წ ETIAS-ის შევსება მოუწევთ, რაც ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის და ავტორიზაციის ფორმას წარმოადგენს და მისი მიზანია ევროპის საზღვრების კონტრაბანდისტებისა და ტერორისტებისგან დაცვა.
აღსანიშნავია რომ აღნიშნული ფორმის შევსება 2020 წლიდან ნებისმიერ ადამიანს მოუწევს ვინც შენგენის ზონაში შევა. როგორც მოსალოდნელია ფორმას წლის განმავლობაში დაახლოებით 39 მილიონ ვიზიტორი შეავსებს. მის შესავსებად სულ 10 წუთი იქნება საჭირო. მოგზაურების 95%ი კი დადებით პასუხს მაშინვე ონლაინ მიიღებს.