ატმოსფეროში ემისიების შემცირებაზე რეგულაციები 2020 წელს ამოქმედდება

პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში 200 სახელმწიფოს ლიდერი კლიმატის აქტის პირობებზე შეთანხმდა.

2-კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ იმ ზომებზე, რომელთა მიღებითაც პარიზის შეთანხმების პირობები 2020 წლიდან ამოქმედდება. ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებების გამო პოლონეთში მიმდინარე მოლაპარაკებები ერთი დღით გვიან დასრულდა.

შეთანხმების მიზანია დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 2 გრადუსით შემცირდეს. ამისთვის კი ქვეყნების მთავარი ამოცანა ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებაა. დელეგატები იმედოვნებენ, რომ ახალი წესების თანახმად სახელმწიფოები პირობას შეასრულებენ.

შეგახსენებთ, კლიმატური ცვლილებების შესახებ პარიზის ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის დეკემბერში მოეწერა. აშშ-ი 2017 წლის ივნისში გლობალურ შეთანხმებას ოფიციალურად გამოეთიშა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, პარიზის შეთანხმების პირობების შესრულებით, მხოლოდ ჰაერის დაბინძურების შემცირების შედეგად 2050 წლისთვის მილიონზე მეტი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

კოკა კვირკველია