17 დეკემბერს თბილისში სტარტაპერების ყველაზე საყვარელი, PowerPoint Karaoke-ს მე-8 ღონისძიება გაიმართება.
ტრადიციულად, PowerPoint Karaoke მოიცავს გართობას, ტრენინგს, სახალისო შეჯიბრსა და ნეთვორქინგს. ეს ყველაფერი კი ძალიან მეგობრულ და არაფორმალურ გარემოში დაგხვდებათ.
რაც შეეხება PowerPoint Karaoke-ს წესებს, ღონისძიების დაწყებამდე ორგანიზატორები სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციას ამზადებენ. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული პრეზენტაციების შინაარსის შესახებ მონაწილეებმა არაფერი იციან. შესაბამისად, პიჩინგის დროს ყველა მონაწილეს უცნობი პრეზენტაციისა და სრულიად უცნობი თემის წარდგენა უწევს.
PowerPoint Karaoke-ს მონაწილეების ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწილი კი ისაა, რომ თითოეული მათგანი საჩუქარს იღებს, გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.
აღსანიშნავია, რომ თუ PowerPoint Karaoke-ს წინა ღონისძიებებზე პრეზენტატორები თემებს ინგლისურ ენაზე წარადგენდნენ, ამჯერად, საღამო ქართულ ენაზე ჩატარდება.
PowerPoint Karaoke Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს მიერ. ამასთან, ღონისძიების მასპინძელია - IOTA HOTEL Tbilisi. PowerPoint Karaoke 20:00 საათზე დაიწყება.
მისი პარტნიორები არიან Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, Urban Garden, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და ქარვა • Karva
დაინტერებულ პირებს ბილეთების შეძენა შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ: Biletebi.ge - https://biletebi.ge/tbilisi-startup-bureau/powerpoint-karaoke-tbilisi-vol-8-powerpoint-karaoke-tbilisi-vol-8 TKT.GE -
ბილეთები ონლაინ - https://beta.tkt.ge/event/preview/171915/e88c56d2-3635-42c9-81dc-74555f1a64fe Eventer.ge - https://eventer.ge/event/powerpoint-karaoke-tbilisi-vol-8/1089/en
.