2018 წელს საქართველოში ვაშლის წარმოება მკვეთრად გაიზარდა. როგორც East Fruit-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს დაკავშირებულია ექსპორტის გაზრდასთან და არა შიდა ბაზარზე არსებულ მოთხოვნასთან, რაც საკმაოდ დაბალია.
მათივე აზრით, შიდა ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, ფასების შემცირება მოთხოვნის გაზრდას არ იწვევდა, ამიტომ მწარმოებლებმა პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, რუსეთის ბაზარზე გატანა გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ სეზონზეც, ტრადიციულად ვაშლის წმინდა იმპორტიორი იყო.
შედეგად, პირველი სამი თვის მონაცემებით (აგვისტო-ოქტომბერი), საქართველოდან რუსეთის მიმართულებით 0,9 ათასი ტონა გავიდა. მაშინ როდესაც 1 წლის წინ საქართველოდან მხოლოდ 0, 02 ათასი ტონა ვაშლი იყო ექპორტირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონზე ექსპორტი თითქმის, 40-ჯერ გაიზარდა.
დამატებითი ფაქტორები, რაც საქართველოდან ექპორტის ზრდას უწყობდა ხელს, ადგილზე ვაშლის შემნახავი ობიექტების ნაკლებობა იყო. შესაბამისად, მეწარმეები იძულებული იყვნენ ვაშლის სწრაფად რეალიზება მოეხდინათ, რადგან პროდუქციის შენახვას დიდი ხნით ვერ ახერხებენ.