რომელია მიკროსაფინანსო კომპანია, რომელიც გადახდისუუნარო მომხმარებლებს თავად გაუნულებს ვალებს

მიკროსაფინანსო სფეროს ხშრად იმ სექტორად მოიხსენიებენ, რომელიც მომხმარებლების მიმართ ნაკლები პასუხისმგებლობით გამოირჩევა. თუმცა რეალურად მთლიანად სფეროზე ხელაღებით საუბარი არასწორია, რადგან ბაზარზე არიან კომპანიები, რომელთა მთავარი მიზანი მომხმარებლების კეთილდღეობის ზრდაა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ია, რომელიც შეუერთდა სახელმწიფო ინიციატივას ვალების განულების შესახებ და საკუთარ მსესხებლებს, რომლებიც ამ ინიციატივის ფარგლებში ხვდებიან, საკუთარი სახსრებით უნულებს ვალებს.

„ჩვენ კარგად გვესმის რა მოხდა ბაზარზე. ბევრია კომპანია, რომელიც მსესხებლის მდგომარეობის შესწავლის გარეშე ახორციელებს მომსახურებას და საბოლოოდ 600 000-მდე ადამიანი გადახდისუუნარო აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე ნეგატიურად აისახება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი ინიციატივა. იმის ნაცვლად, რომ გაგვეყიდა პორტფელი, ჩვენ საახალწლო საჩუქარი მოვუმზადეთ მომხმარებლებს და თავად გავუნულებთ აღნიშნულ ვალდებულებებს. გვინდა, ამ ნაბიჯით გარკვეულწილად შევცვალოთ ის აზრი, რომელიც მიკროსაფინანსოების შესახებ ასე აქტიურად ტრიალებს საზოგადოებაში. თითქოს ეს სექტორი საზოგადოებას ჭარბვალიანობისკენ უბიძგებს. პირიქით, ჩვენ საკმაოდ კარგი პროექტებითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით გამოვდივართ ბაზარზე,“ - განმარტავს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ღვალაძე.

გადახდისუუნარო მომხმარებლების ვალების საკუთარი ხარჯებით განულება MBC-ის ერთადერთი პროექტი არაა, რომლითაც მომხმარებლებზე ზრუნვას გამოხატავს. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა. მაშინ კომპანიაში 4 თანამშრომელი იყო, ახლა კი 11 სერვისცენტრითა და 150-მდე დასაქმებული ადამიანით არის ბაზარზე წარმოდგენილი. კომპანიაში ცდილობენ, მოემსახურონ არა მხოლოდ კონკრეტულ ქალაქებს, არამედ სრულად რეგიონებს. მათი მიზანია მობილურები იყონ არა მხოლოდ საკრედიტო, არამედ საოპერაციო პროდუქტების კუთხითაც. MBC-ის მისია სწორედ მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაა - მათი კეთილდღეობის, ვისაც მცირე ბიზნესის დაწყება სურს და ამისთვის ფინანსები ესაჭიროება.

2013 წელს, როცა კომპანიამ საქმიანობა დაიწყო, ძირითადი მიმართულება სამომხმარებლო სესხები იყო. განვითარებასთან ერთად, 2015 წელს MBC-იმ ბიზნესსესხებზეც დაიწყო მუშაობა.

„აღნიშნულმა მოგვცა იმის საშუალება, რომ გაგვეზარდა როგორც მსესხებლების რაოდენობა, ისე თვითონ პორტფელის მოცულობა. მიმდინარე წელს კომპანია 30%-ით გაიზარდა და საერთო პორტფელი 45 მილიონ ლარს გასცდა. ამჟამად რამდენიმე საინტერესო და ინოვაციური პროექტი გვაქვს. წელს საკმაოდ ამბიციური პროექტის სტარტაპ სესხების გაცემა დავიწყეთ. კომპანიამ ეს ნაბიჯი გადადგა ახალგაზრდა მეწარმეების მოსაზიდად, რომლებიც გვინდა ეკონომიკურ აქტივობაში ჩავრთოთ. ჩვენც ახალგაზრდა კომპანია ვართ და სწორედ ასეთი ახალი, ინოვაციური პროდუქტებით უნდა დავიმკვიდროთ ბაზარზე თავი. პარალელურად კომპანიამ ფინანსური მრჩევლის კამპანიის მომზადება დაიწყო. ეს ორი პროექტი ერთმანეთზე მეტად გადაჯაჭვულია, რადგან გვინდა, ახალგაზრდა მეწარმეები არა მხოლოდ ჩავრთოთ ეკონომიკურ აქტივობაში, არამედ მათ მივცეთ შესაძლებლობა, რომ იყვნენ წარმატებული. ფინანსური მრჩეველი იქნება მამოძარავებელი ძალა, რომელიც სწორ მიმართულებას მისცემს, თუ რა კუთხით უნდა განვითარდეს ჩვენი მომხმარებელი,“ - განმარტავს გიორგი ღვალაძე.

„დიდ ყურადღებას ვაქცევთ ტექნოლოგიურ განვითარებასაც. ჩვენ შევთავაზეთ მომხმარებელს ინტერნეტ ბანკი, რაც არც ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ აქვს. ასევე პირველებმა შევთავაზეთ მომხმარებელს ბიზნეს საკრედიტო ბარათი. “ბიზნეს ბარათის” შექმნა MBC-ის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია და მომხმარებლებისთვის ეს იქნება კარგი შესაძლბელობა, სწრაფი ლიკვიდური ფულით დააკმაყოფილონ ბიზნესსაჭიროებები. ჩვენი კომპანია არა მხოლოდ ახალი პროდუქტების შექმნაზე, არამედ ლოიალური კლიენტების წახალისებაზეც ფიქრობს. მაგალითად მსესხებელი, რომელიც ბოლო 12 თვის განმავლობაში დროულად ემსახურებოდა კრედიტს, უკვე მეთორმეტე თვეს უკან იბრუნებს გადახდილი საპროცენტო სარგებელის 10%-ს,“ - დაამატა მან.

MBC ორიენტირებულია რეგიონალურ დაფარვაზე. ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილი 11 სერვისცენტრიდან 5 რეგიონში: აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, შიდა ქართლსა და კახეთში მდებარეობს. რეგიონულ გაფართოებასთან ერთად გაიზარდა კომპანიის შეთავაზებებიც. დაემატა აგროსესხი, რომელიც ძირითადად რეგიონის მოსახლეობისთვისაა გათვლილი, თუმცა ამ მიმართულებით მომსახურება აქტიურად ხდება თბილისის ფილიალიდანაც.

„ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი მიმართულება უკვე არის ბიზნეს და აგროსესხები. ეს მარტივი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით კი იმ რეგულაციების შემდეგ, რომელიც მარეგულირებელმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დაუწესა. ბაზარზე არსებული 86 კომპანიიდან ამჟამად მხოლოდ 70 ოპერირებს და ამ მიმართულებით ცვლილებები კიდევ მოსალოდნელია. კომპანიები, რომლებიც მხოლოდ სამომხმარებლო დაკრედიტების კუთხით მუშაობდნენ, ბაზარს ტოვებენ. ჩვენ კი ადაპტაცია ჯერ კიდევ 2015 წელს დავიწყეთ, როცა ბიზნეს სესხების გაცემა დავიწყეთ. ამან მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა არა მხოლოდ მსესხებლების რაოდენობა, არამედ - პორტფელის მოცულობაც. ჩვენი მიზანი მხოლოდ აქტივების ზრდა არ არის. მომხმარებლების წინაშე დიდი სოციალური პასუხისმგებლობაც გვაკისრია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კლიენტების დეფოლტების რაოდენობა ბაზარის საერთო მაჩვენებელთან შედარებით 3-4-ჯერ ნაკლებია. ეს კი იმ პოლიტიკის შედეგია, რომ მომხმარებლის საჭიროებები სწორად განვსაზღვროთ და მათ მრავალფეროვანი პროდუქტი შევთავაზოთ,“ - განმარტავს MBC-ის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორი.

კომპანიაში წარმატების კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად ახალგაზრდა, ინოვატორ და კვალიფიციურ მენეჯმენტს მიიჩნევენ. თავად MBC 6 წლის კომპანიაა, თუმცა კომპანიაში ტოპმენეჯმენტში დასაქმებული არიან ადამიანები, რომლებსაც საფინანსო სექტორში მუშაობის მიმიმუმ 15 წლიანი გამოცდილება აქვთ.

წარმატებით დასრულებული 2018 წლის შემდეგ, კომპანიაში ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. 2019 წელს დაგეგმილია რეგიონული განვითარება. ფილიალები გაიხსნება გორში, მარნეულში, ახალქალაქსა და სენაკში.

„ვემზადებით ყველაზე რთული წლისთვის, თუმცა ჩვენ რეალურად მზად ვართ იმ კურსის წარმატებით განხორციელებისთვის, რასაც მომხმარებლების პასუხისმგებლიანი დაკრედიტება ჰქვია. მთავარ გამოწვევებსაც წარმატებით ვუპასუხებთ. ზოგადად, დარწმუნებული ვართ, რომ ეკონომიკურ აქტივობაში მეტი და მეტი ადამიანის ჩართვა წაადგება მთლიან საფინანსო ბაზარს და ასევე, ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებული, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც საფინანსო სექტორის განვითარებაში, ისე ქვეყნის საერთო განვითარებაში,” - დაამატა გიორგი ღვალაძემ.

(R)