2019 წლიდან საქართველოში ორგანული წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

2019 წლიდან საქართველოში ორგანული პროდუქტების სერტიფიცირების პროგრამა იწყება. აღნიშნულს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში განახორციელებს.

„ქვეყანამ დაიწყო მნიშვნელოვანი კომპლექსური პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს ორგანული პროდუქციის წარმოებას. აღნიშნული ხორციელდება პრემიერის ინიციატივის - „მწვანე ეკონომიკის“ ფარგლებში. მანამდე იყო ფერმერების ფრაგმენტული დახმარება, რაც საერთაშორისო დონორების ხელშეწყობით მოხდა. ეს არის საფუძველი, რომელზეც ჩვენ უნდა ავაშენოთ ფართომასშაბიანი პროგრამა. ეს მოიცავს პირველადი ან გადამუშვებული მრეწველობის შეღავათიან საგადასახადო სისტემას, თანადაფინანსებას, ასევე სერტიფიცრების და ცოდნის გაუმჯობესების ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართვა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს. მათ შორის, იმ ასოციაციებს, რომელთაც აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება, ორგანული მეურნეობის წახალისების თვალსაზრისით“,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროექტის შეფასებისას.

ნინი ქეთელაური
Uniti Sweden  საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას გეგმავს