რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ეკონომიკური დესპანი ეყოლება. როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განუცხადა, ეკონომიკური ატაშეები უფრო მაღალ საფეხურზე ავლენ და ეკონომიკური დესპანები იქნებიან.
„ეკონომიკური ატაშეების დანიშვნის პროცესი კვლავ გრძელდება, უბრალოდ, ჩვენ თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავიყვანეთ - ეს აღარ იქნებიან ატაშეები, ეს იქნებიან ეკონომიკური დესპანები, ელჩის მოადგილის დონემდე ავწიეთ, რადგან ვთვლით, რომ გაცილებით მაღალი დონე უფრო მეტი შედეგების მომტანი იქნება ამ შემთხვევაში და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან ეს პროცესი დაიძვრება. არის შერჩეული ქვეყნები, რომლებშიც წარგზავნილი უნდა იყოს ეკონომიკური დესპანები. ეს ხალხი დაფარავს არა მარტო ერთ ქვეყანას, არამედ რამდენიმეს რეგიონში. შესაბამისად, იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ეს პროცესი დაიწყება და სრულყოფილად განხორციელდება",- განაცხადა ხვთისიაშვილმა.