შპს „მზიანი მოსავალი“ 2019 წელს სამაცივრე მეურნეობის 600 კვადრატულ მეტრამდე გაფართოვებას გეგმავს, რათა 800 ტონაზე მეტი პროდუქტის შენახვა შეძლოს. ამის შესახებ East Fruit-თან საუბრისას კომპანიის კოორდინატორმა გიორგი დარახველიძემ განაცხადა.
სასოფლო-სამეურნეო კომპანია „მზიანი მოსავალი“ 2015 წელს დაარსდა და საქმიანობა კარტოფილის წარმოებით დაიწყო. დღეის მდგომარეობით, კომპანიას ბოლნისის რაიონში, კარტოფილის, ხახვის, მზესუმზირის, ლობიოს, ჭარხილის და ხორბილის მოსავალი 160 ჰექტარზე მოჰყავს.
2017 წელს საწარმომ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში საკუთარი სამაცივრე კომპლექსიც გახსნა, რომელიც გავლილი იყო 2000 ტონა ხილისა და ბოსტნეულის მოსავალის შენახვაზე. კომპლექსი შედგება 4 განყოფილებისგან და თითეულში შესაბამისი ტემპერატურის დაყენებაა შესაძლებელი.
როგორც გიორგი დარახველიძე აცხადებს, ამ სეზონზე სამაცივრე კომპლექსი მთლიანად დატვირთული იყო, როგორც „მზიანი მოსავლის“, ისე მისი პარტნიორი კომპანია Wellington-ის პროდუქციით. მისი თქმით, კომპანიამ სამაცივრე მეურნეობის გაფართოვებისთვის, შესაძლოა, ფართი იჯარითაც აიღოს.