ევროკავშირი CO2-ის გამონაბოლქვის 37,5%-ით შემცირებას გეგმავს

ევროპის კავშირი აპირებს მომდევნო ათი წლის განმავლობაში მის ტერიტორიაზე შეამციროს ნახშირორJანგის დიოქსიდის გამონაბოლქვი 37,5%-ით. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა მიიღო. ახალი გეგმის შედეგად ევროკავშირი შეძლებს 2030 წლისთვის ემისიების შემცირებას 40%-ით.

ამ პერიოდის განმავლობაში კომერციული დანიშნულების ავტომობილების ემისიების შემცირება 31%-ით იგეგმება. ევროპარლამენტს სურდა ეს ციფრი 40% ყოფილიყო, თუმცა ევროკავშირის მმართველობაში მიზანშეწონილად მისი 30%-მდე დაწევა მიიჩნიეს.

European Automobile Manufacturers Association (ACEA) ჯერ კიდევ გასულ თვეს აცახდებდა რომ ევროპის ავტომწარმოებლებს მოუწევდათ კონცენტრირების მოხდენა ელექტრომობილებზე, რათა ამ მოთხოვნებს ფეხი აუბან. მათივე ინფორმაციით, ამ რეგულაციებმა შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო ადგილების შემცირება ჩვეულებრივი შიგაწვის ძრავების წარმოებაში.

(განაგრძეთ კითხვა)