თბილისის მერია 16 ოჯახს ფართებს 1 ლარად დაუკანონებს

თბილისის მერია 16 ოჯახს ფართებს 1 ლარად დაუკანონებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, მერია ფართების დაკანონებას მომავალშიც გააგრძელებს.

„დღეს თბილისის მთავრობა განიხილავს 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ, ერთ ლარად გადაცემის საკითხს სხვადასხვა უბნებში. მათგან 11 სახოვრებელი ფართი მარუაშვილის ქუჩაზეა, ხოლო დანარჩენი ხუთი - გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს. თქვენ იცით, რა პრობლემებია, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას, გაზარდეს შვილები, შვილიშვილები. მინდა მათ მივულოცო ეს ბედნიერება. ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანს გავაბედნიერებთ",- განაცხადა კალაძემ.