ევროპის რომელ ქვეყნებში შეძლებენ ქართველები ლეგალურად დასაქმებას

საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა გა­ა­კე­თა.

მი­ნის­ტრის თქმით, შე­თან­ხმე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მათ შო­რის ისი­ნი, ვი­საც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გეთ­ში აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, შეძ­ლე­ბენ მი­ი­ღონ დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბა და საფ­რან­გეთ­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქმდნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საქ­მე­ბას საფ­რან­გეთ­ში, ისე პი­რი­ქით, საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საქ­მე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის კუ­თხით შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი გვაქვს. საფ­რან­გეთ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი გვაქვს შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის რა­ტი­ფი­კა­ცი­აც საფ­რან­გე­თის პარ­ლა­მენ­ტმა მო­ახ­დი­ნა.

გუ­შინ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ამ შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რა, რო­მე­ლიც უკვე კა­ნო­ნის სა­ხით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს საფ­რან­გეთ­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქმდნენ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვაა!“- გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არე­გუ­ლი­რებს ისეთ სა­კი­თხებს, რო­გო­რიც არის ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის ვა­დე­ბი, სა­მუ­შაო ად­გი­ლის კვო­ტე­ბი. შე­თან­ხმე­ბით წე­ლი­წად­ში, ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლია 150 კვო­ტა, ხოლო ყვე­ლა სხვა კა­ტე­გო­რი­ა­ზე - 500 კვო­ტა ჯამ­ში.

შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ფრან­გუ­ლი და ქარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ მუ­შა­ო­ბას ცალ­კე­ულ სა­კი­თხებ­ზე. მათ შო­რი­საა, საფ­რან­გე­თის შრო­მის ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შერ­ჩე­ვა და სხვა ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ბი­ნად­რო­ბი­სა და ცირ­კუ­ლა­რუ­ლი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა არა­ერთ ქვე­ყა­ნას­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს გერ­მა­ნი­ას­თან, ის­რა­ელ­თან, პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან, სა­ბერ­ძნეთ­სა და ბულ­გა­რეთ­თან. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი არ­სე­ბობს პო­ლო­ნეთ­თან, სა­დაც უკვე და­საქ­მე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 30-მდე მო­ქა­ლა­ქე.

რაც შე­ე­ხე­ბა გერ­მა­ნი­ას, 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს, კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გერ­მა­ნია შექ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­მუ­შაო კვო­ტებს, და­საქ­მე­ბის ლე­გა­ლუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­მარ­თლე­ბუ­ლი გზე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლო ოფი­ცი­ა­ლურ ბერ­ლინ­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აგ­რძე­ლებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გი 19 დე­კემ­ბერს გა­ნი­ხი­ლავს მიგ­რა­ცი­ის კა­ნონს, რო­მელ­მაც უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როს რო­გორც ახლა არ­სე­ბუ­ლი მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბი, ასე­ვე ლე­გა­ლუ­რი შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის წე­სე­ბი.

"ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სე­ბი გავ­რცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზეც. ერთი მხრივ ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებს, ასე­ვე იმ სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლებს, რომ­ლებ­საც აქვთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სი დამ­თავ­რე­ბუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა კვლე­ვა, რომ გერ­მა­ნი­ას და­ახ­ლო­ე­ბით 400 000 დამ­საქ­მე­ბე­ლი ესა­ჭი­რო­ე­ბა და­მა­ტე­ბით ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გერ­მა­ნი­ას სჭირ­დე­ბა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით რო­გორც მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, ისე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე კად­რე­ბი", - გან­მარ­ტა გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თე­ლოს ელჩმა ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვილ­მა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ გერ­მა­ნი­ში თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რა­საც ელჩი ბოლო პე­რი­ოდ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს უკავ­ში­რებს.

თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია ის­რა­ელ­შიც. ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის პა­ა­ტა კა­ლან­და­ძის გან­მარ­ტე­ბით, არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მა მას შემ­დეგ წარ­მო­იშ­ვა, რაც ის­რა­ელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი ცალ­მხრი­ვად აა­მოქ­მე­და, რო­მე­ლიც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტუ­რის­ტუ­ლი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­და.

თუმ­ცა, ამან გა­მო­იწ­ვია ის, რომ 2015-16 წლებ­ში 60 ათას­ზე მეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ მი­მარ­თა ის­რა­ე­ლის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის­თვის. ამ პრო­ცეს­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­ხა­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი შე­სა­ბა­მის ნა­ბი­ჯებს არ გა­დად­გამ­და. ელ­ჩის გან­მარ­ტე­ბით, დღეს ეს რი­ცხვი მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი.

სა­მუ­შაო მიგ­რა­ცია, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არ არის სა­ინ­ტე­რე­სო თემა. მსოფ­ლი­ო­ში შრო­მი­თი მიგ­რან­ტე­ბის რი­ცხვი თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა და მათი რა­ო­დე­ნო­ბა 164 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. მათ­გან 2/3 მდი­დარ ქვეყ­ნებ­შია წა­სუ­ლი და მსგავს ქვეყ­ნებ­ში ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე და­საქ­მე­ბუ­ლი, უცხო­ე­ლია. განაგრძეთ კითხვა