პრემიერი - ტურიზმი იქცა ჩვენი ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად

ტურიზმი იქცა ჩვენი ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, 2018 წლის 10 თვეში ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობამ 8 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

„ტურიზმი იქცა ჩვენი ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად. პირველი 10 თვის განმავლობაში ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობამ გადააჭარბა 8 მილიონ ადამიანს. ეს არის თითქმის 11-პროცენტიანი ზრდა, სასტუმროები იხსნება საქართველოს ყველა კუთხეში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის მეშვეობით განვავითაროთ ჩვენი რეგიონები, ჩვენი კუთხეები. ყველა რეგიონი უნდა გრძნობდეს საქართველოში ეკონომიკურ აღმავლობას. ჩვენ ახალი ტურისტული პროექტების, ახალი ატრაქციების შემუშავებას ვიწყებთ, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ევროკავშირის ქვეყნებიდან“, - განაცხადა ბახტაძემ.