თურქეთმა შტატებს მსო-ში სარჩელი მოუგო

თურქეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წამოწყებული საქმის გარჩევა აშშ-ს წინააღმდეგ, რომელიც ვაშინგტონის მხრიდან თურქულ რკინასა და ალუმინზე საბაჟო ტარიფის გაზრდას ეხებოდა, მოიგო. ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა რუხსარ პეკჯანმა სააგენტო Anadolu-ს აცნობა.

სააგენტოს ცნობით, სარჩელი განხილულ იქნა დავების დამრეგულირებელი მექანიზმის ჩარჩოში.

როგორც ცნობილია, აშშ-მა მარტში იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე საბაჟო ტარიფები 25 და 10 პროცენტით გაზარდა, ზოგიერთ ქვეყანას კი ის გადაუვადა, მათ შორის იყო თურქეთიც. უკვე 1-ლი ივნისიდან ის ამოქმედდა ამერიკის ყველაზე ახლო სავაჭრო პარნტიორებისთვის - კანადისთვის მექსიკისთვის და ევროკავშირისთვის. 10 აგვსიტოდან კი დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება გაეორმაგებინა საბაჟო ტარიფი თურქეთიდან იმპორტირებულ მეტალზე 50 და 20 პროცენტამდე. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პასუხად ბოიკოტი გამოუცხადა ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას და ამერიკიდან იმპორტირებულ საქონელზე ასევე ასწია საბაჟო ტარიფი.

შტატებთან სავაჭრო დავის ფონზე, ანკარამ მოახდინა მსო-ს ინფორმირება და დაიწყო საქმის გამოკვლევა.

კოკა კვირკველია