ტყიბულში მინდელის შახტთან მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ტყიბულში მინდელის შახტთან მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელფასის 5 დღით დაგვიანებას აპროტესტებენ.

როგორც მეშახტეები აცხადებენ, ისინი ხელფასს ყოველი თვის 15 რიცხვში იღებდნენ, მაგრამ ამჯერად აღნიშნულ რიცხვში მათ ხელფასი არ ჩაერიცხათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ აქვს ბანკებში აღებული სესხები და ხელფასის დაგვიანების გამო ვერ ახერხებენ სესხის დაფარვას, ასევე ვერ გადაიხადეს კომუნალური გადასახადები.

როგორც მეშახტეები ამბობენ მათ შეხვდა კომპანია "საქნახშირის" ადმინისტრაციის წარმომადგენელი და დაპირდათ, რომ ხვალ დაერიცხებათ კუთვნილი ხელფასები.

მეშახტეებს კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, რომ აღდგეს შახტში საწარმო პროცესი და დროულად გაიცეს მათი კუთვნილი ხელფასები.

ტყიბულის შახტში საწარმო პროცესი 16 ივლისის უბედური შემთხვევის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეწყდა. არსებული ინფორმაციით, შახტში საწარმო პროცესი უცხოელი ექსპერტების დასკვნის შემდეგ აღდგება.

მეშახტეებს ხელფასები დაერიცხათ