vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 6 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 6 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთიან ბაზას დღეს დაემატა: შპს "კრედიტ მენეჯმენტი" (სესხის გამცემი: vivus.ge); სს "მისო კრისტალი" (სესხის გამცემი: crystal.ge), შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს" (სესხის გამცემი: masesxe.ge), სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" (სესხის გამცემი: swisscapital.ge), შპს "სვის კაპიტალ ავტო" (სესხის გამცემი: swisscapital.ge), სს "ზიპ კრედიტ" (სესხის გამცემი: zipcredit.ge).

მათივე ცნობით, კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა.

ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 593 ათას 648 მსესხებლის, 1,257,616 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,887,477,015 ლარია.

ვებგვერდზე ატვირთულია 32 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

ბანკები:

სს „საქართველოს ბანკი“

სს „თიბისი ბანკი“

სს „ლიბერთი ბანკი“

სს „სილქ როუდ ბანკი“

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“

სს „იშბანკი საქართველო“

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

სს "ბაზისბანკი"

სს "ტერაბანკი"

სს "კრედო ბანკი"

არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები:

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო" (სესხის გამცემი: lendo.ge, pino.ge, banko.ge)

შპს "ემ.კოლექტორი" (სესხის გამცემი: sohocredit.ge)

შპს "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია" (სესხის გამცემი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge)

შპს "გრანატ კაპიტალ" (სესხის გამცემი: netcredit.ge, moneza.ge)

შპს "გრანატ ინვესთმენთ" (სესხის გამცემი: vivus.ge)

შპს "პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge)

შპს "ფინანსური ბიურო" (სესხის გამცემი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge)

შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" (სესხის გამცემი: vivus.ge)

შპს "ფინანსური სექტორი" (სესხის გამცემი: ccloan.ge)

შპს "კრედიტლაინი" (სესხის გამცემი: creditline.ge)

შპს "UNIVERSAL SERVICE" (სესხის გამცემი: fastcredit.ge)

სს "მისო ინტელექსპრესი" (სესხის გამცემი: inteliexpress.net)

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ" (სესხის გამცემი: lendup.ge)

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი" (სესხის გამცემი: microfin.ge)

შპს "მონლაინ" (სესხის გამცემი: mon.ge, gocash.ge, espreso.ge, kapiki.ge, loan.ge)

შპს "საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო" (სესხის გამცემი: სს "პრივატბანკი")

შპს "კრედიტ მენეჯმენტი" (სესხის გამცემი: vivus.ge)

სს "მისო კრისტალი" (სესხის გამცემი: crystal.ge)

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს" (სესხის გამცემი: masesxe.ge)

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" (სესხის გამცემი: swisscapital.ge)

შპს "სვის კაპიტალ ავტო" (სესხის გამცემი: swisscapital.ge)

სს "ზიპ კრედიტ" (სესხის გამცემი: zipcredit.ge)

შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:

• მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;

• დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;

• უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოწოდებულია საფინანსო ორგანიზაციების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენს ვებგვერდზე წარმოდგენილ მონაცემებში, უნდა მიმართოს სესხის გამცემ ორგანიზაციას.

პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.

vali.ge-ის მონაცემებს კიდევ ერთი ბანკი და 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაემატა
vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა