საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებით მელიქიშვილის გამზირი, ამაღამ 00:00 საათიდან 21 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მელიქიშვილის გამზირი, ამაღამ 00:00 საათიდან 21 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.