იანვარ-ოქტომბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 0,2 მლნ ტონით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2 მლნ ტონით შემცირდა.

კერძოდ, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 33.2 მილიონი ტონა შეადგინა. მაშინ როცა წინა წლის ამავე პერიოდში 33,4 მლნ იყო. სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 9,6 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 334 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში კი ეს ციფრი 324.4 მლნ იყო. 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 13.5 მლნ ტონიდან 12.4 მილიონ ტონამდე შემცირდა. ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 50,258 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 370,128 კონტეინერი, 2017 წლის ამავე პერიოდში კი 319,870 კონტეინერი გადამუშავდა.