ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ნოემბრის შესრულების ანგარიშგება გამოაქვეყნა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 10 678 637.7 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 11 თვეში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 9 499 191.8 ათასი ლარი ანუ წლიური საპროგნოზო მოცულობის (10 314 248.0 ათასი ლარი) 92.1% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა 17 378.7 ათასი ლარი ანუ წლიური საპროგნოზო მოცულობის (4 500.0 ათასი ლარი) 386.2% შეადგინა. მათ შორის, მიწის გაყიდვიდან ფაქტიურად მიღებული იქნა 6 610.3 ათასი ლარი. რაც წლიური საპროგნოზო მოცულობის (3 000.0 ათასი ლარი) 220.3%-ია.
„იანვარ-ნოემბერში „არაფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ 90 066.4 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მოცულობის (60 000.0 ათასი ლარი) 150.1% შეადგინა. მათ შორის: შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან (72 677.6 ათასი ლარი) წლიური საპროგნოზო მოცულობის (55 500.0 ათასი ლარი) 131%; ხოლო მატერიალური მარაგების გაყიდვიდან 10.2 ათასი ლარი შეადგინა,“-აღნიშნულია ანგარიშგებაში.