კომპანია Altria, რომელიც თამბაქოს ნაწარმის მსოფლიო ლიდერი კომპანიის Philip Morris International -ის შვილობილი კომპანიაა, ელექტრონული სიგარეტების მწარმოებელი კომპანიის წილს ყიდულობს. Altria კომპანია JUUL Labs-ის აქციების 35%-ში 13 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, Philip Morris-ის შვილობილი მიიღებს 35%-ს კომპანია JUUL-ის შემოსავლებიდან, რომელიც ამ ბაზრის 75%-ს აკონტროლებს, სანავლოდ კი JUUL-ს გაეხსნება წვდომა თამბაქოს ბიზნესის გიგანტის მარკეტინგულ და სავაჭრო სტრუქტურაზე, რომელიც 230 ათას თამბაქოს ჯიხურს ფლობს.