ვენესუელაში მინიმალურმა ხელფასმა 10 დოლარამდე დაიწია

ვენესუელაში ყოველთვიურმა მინიმალურმა ხელფასმა 10 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ მოწმობს ადგილობრივი ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაცია ვალუტის კურსის შესახებ, რომლის მიხედვით 1 დოლარის ფასი 447,6 ბოლივარია. მინიმალური ხელფასი კი ამ ქვეყანაში 4,5 ათასი ბოლივარია.

ვენესუელაში ამ კვირის განმავლობაში დოლარის კურსი 15%-ით გაიზარდა. 20 აგვისტოს გატარებული დენომინაციის შემდეგ, რა დროსაც ვალუტას მოაშორეს 5 ნული, დოლარი უმალვე გაძვირდა 24-ჯერ.

როგორც ცნობილია, ვენესუელა ბოლო წლებში უმწვავეს სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რომელსაც თან სდევს ჰიპერინფლაცია, სურსათისა და მედიკამენტების დეფიციტი. პარლამენტის საფინანსო კომიტეტის ინფორმაციით, იანვრიდან ნოემბრამდე ფასები 702 000%-ით, ხოლო წლიურ გამოხატულებაში 1,29 მილიონი პროცენტით გაიზარდა.