2018 წლის იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 10 678 637.7 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება გადასახადებს, ფაქტიურად მიღებულმა თანხამ 8 724 471.5 ათასი ლარი შეადგინა.
მათ შორის, აქციზის სახით მიღებული შემოსავლები 1 293 828.6 ათასი ლარი იყო, რაც 2018 წლის თავდაპირველი გეგმის (1 450 000.0 ათასი ლარი) 89.2%–ია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც 2018 წელს აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი 1,440,000.0 ათასი ლარით განისაზღვრა. რაც შესაბამისად, 10 მლნ ლარით ნაკლებია 2018 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით.
რაც შეეხება სხვა გადასახადებს, საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტმა 11 თვეში 2 626 950.0 ათასი ლარი; მოგების გადასახადის სახით 674 719.2 ათასი ლარი; დამატებული ღირებულების გადასახადის სახით კი 4 044 268.3 ათასი ლარი მიიღო. გადასახადებმა ქონებაზე კი 16 ათასი ლარი შეადგინა.