ევროკავშირის საბჭომ რუსეთს 21 დეკემბერს 2019 წლის 31 ივლისამდე ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ეს გადაწყვეტილება შედეგია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის 13-14 დეკემბრის ევროპის საბჭოს სხდომაზე გაკეთებული მოხსენებისა, რომელიც უკავშირდებოდა მინსკის შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხს, რომლებთანაც პირდაპირ არის დაკავშირებული სანქციები. იმის გათვალისწინებით, რომ პროგრესი არ არის მიღწეული, ევროპის საბჭომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს.