1,59 მლრდ ლარი 11 თვეში - რამდენს ხარჯავენ  ქართველები უცხოეთში საბანკო ბარათებით

2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 1 597 828 000 ლარი დახარჯეს, რაც 31%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ამ დანახარჯმა 1 217 737 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კონკრეტულად 2018 წლის ნოემბერს, გასულ თვეს ქართული საბანკო ბარათებით უცხოეთში 170 445 000 ლარი გაიხარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 44 მლნ ლარით მეტია. 2017 წლის ნოემბერში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 126 618 000 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ნოემბერში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 36,9 მლნ ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოსტ ტერმინალებით იმპრინტერით და ინტერნეტით 133,4 მლნ ლარის ოპერაციაა შესრულებული.