Bloomberg: 2018 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 511 მლრდ დოლარით შემცირდა

2018 წელს მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 511 მლრდ დოლარით, 4,7 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი საფონდო ბირჟებზე არსებული არასტაბილურობა გახდა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში უმდიდრესი ადამიანების ქონება რეკორდულ მაჩვენებლამდე - 5,6 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა წლის მეორე ნახევარში მკვეთრად დაეცა.

ბაზარზე არსებულმა არასტაბილურობამ არ დაინდო არც amazon-ის დამფუძნებლის ქონება. Bloomberg-ის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე ბეზოსის ქონება 69 მლრდ დოლარით 168 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა შემდგომ მილიარდერმა 53 მლრდ დაკარგა.

გამოცემის ცნობით, Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა 23 მლრდ დოლარი დაკარგა.

საერთო ჯამში რეიტინგში წარმოდგენილმა მილიარდერებმა (აშშ-ის 177 წარმომადგენელი) წლის დასაწყისიდან კაპიტალის 5,9% დაკარგეს. მათი ქონება ახლა 1,9 ტრილიონ დოლარად ფასდება.

თავის მხრივ, 144 მლრდ დოლარამდე შემცირდა აზიელი ბიზნესმენების აქტივებიც.

ანალიტიკოსებმა ევროპელი მილიარდერების აქტივების შემცირებაც დააფიქსირეს. ამგვარად შეფლერების ოჯახის მაჩვენებელი 17 მილიარდი დოლარით შემცირდა. ეს ოჯახი საბურავების მწარმოებელი გერმანული კომპანია Continental AG-ის მთავარი აქციონერია.