ამერიკული საავტომობილო კომპანია Ford -ი დაახლოებით 874 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს. ამის მიზეზი ძრავის ცილინდრების ბლოკში არსებული ხარვეზია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაწვევა შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას - წერს CNBC. გაწვევას ექვემდებარება 2015-2019 სამოდელო წლის პიკაპები - Ford F-150, F-250 და F-350 Super Duty.
როგორც განცხადებაში წერია, ავტომწარმოებელმა აღმოაჩინა, რომ ცილინდრების ბლოკის დამაკავშირებელი ელემენტები შესაძლოა, დაზიანდეს კოროზიით, რამაც პოტენციურად გამოიწვიოს აალება. Ford-მა ამერიკის მარეგულირებელ ორგანოებს აცნობა, რომ კომპანიისთვის ცნობილია სულ ცოტა სამი მსგავსი შემთხვევის შესახებ, რომელიც ამ დეფექტმა გამოიწვია.
გაწვევას ექვემდებარება 410 ათასი ავტომობილი აშშ-ში, 464 ათასი - კანადაში. კომპანია დეფექტის აღმოფხვის ვალდებულებას უფასოდ იღებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში კორპორაციამ 1,5 მილიონი ავტომობილი გაიწვია შტატებში საწვავ სისტემაში არსებული ხარვეზის გამო.