ჩინეთი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ახალ კანონზე მუშაობს

ჩინეთის საერთო ეროვნული კრების (პარლამენტის) მუდმივი კომიტეტის წევრებმა დაიწყეს ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს ეხება. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

კანონპროექტის დეტალების შეთანხმება 23 დეკემბერს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი ორთვიანი სესიის გახსნაზე დაიწყეს. არის მოლოდინი, რომ ახალი კანონის მიღება მოხდება უახლოეს მომავალში და ამავდროულად, მოხდება მოქმედი სამი ნორმატიული აქტის ლიკვიდაცია, რომლებიც ამ სფეროს არეგულირებენ.

„არსებული კანონები უკვე არასაკმარისად მოქნილია ამ ცვალებად ეკონომიკურ კონიუქტურაში. ახალი კანონპროექტი კი მისცემს ჩინეთს საშუალებას, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ღიაობა განვითარების მომდევნო ეტაპზე და ასევე, მისცემს საშუალებას ეფექტურად გამოიყენოს უცხოური ინვესტიციები“, - აღნიშნავს სააგენტო.

როგორც მოსალოდნელია, ახალი კანონის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაამარტივებს მექანიზმებს, რომლებიც ჩინეთში უცხოური კაპიტალის დაცვას უზრუნველყოფენ.

კოკა კვირკველია