4 თვეში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს 400 მოქალაქე გამოაძევეს - როგორ მიმდინარეობს უვიზო რეჟიმის პროცესი?

უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის დღი­დან, ანუ 2017 წლის 28 მარ­ტი­დან 2018 წლის დე­კემ­ბრამ­დე, ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ზო­ნა­ში 335 000-ზე მეტ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ვი­ზი­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - ასე­თია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.

შს სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2018 წლის აგ­ვის­ტო-ნო­ემ­ბერ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 411 მო­ქა­ლა­ქის დე­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. იმ ქვეყ­ნებს შო­რის, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­პორ­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და "ლი­დე­რო­ბენ":

გერ­მა­ნია - 152 დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი; ავ­სტრია - 74 დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი; საფ­რან­გე­თი - 70 დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი; ბელ­გია - 23 დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი; შვე­დე­თი - 20 დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი და ა.შ.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა­ზე ყვე­ლა­ზე მეტი უარი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს იტა­ლი­ამ უთხრა - სულ 158 უარი შეს­ვლა­ზე. შენ­გე­ნის ქვეყ­ნებ­ში შეს­ვლა­ზე უა­რის თქმის ჯა­მუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 603-ს შე­ად­გენს. ქარ­თვე­ლებს ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა­ზე უარი უთხრა: კვიპ­როს­მა (69), გერ­მა­ნი­ამ (69), საფ­რან­გეთ­მა (68), სა­ბერ­ძნეთ­მა და ეს­პა­ნეთ­მა (44-44 უარი) და ა.შ.

მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და და სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­უ­უქ­მა, ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქემ სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლებ­ში ჩას­ვლა ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე მო­ა­ხერ­ხა, ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი და­ამ­ყა­რა, ახ­ლობ­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა თუ საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, თუმ­ცა, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შეც დად­გა.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რა ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში და ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ სა­გა­რეო უწყე­ბას მივ­მარ­თეთ.

რას აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლომ 60-ზე მეტი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა და 70-მდე კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქტი/რე­გუ­ლა­ცია მი­ი­ღო. სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბი­დან მე­ცხრე თვეს - 2017 წლის 20 დე­კემ­ბერს ევ­რო­კო­მი­სი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა პირ­ვე­ლი პრო­ცე­დუ­რუ­ლი ან­გა­რი­ში, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მო­თხოვ­ნებს ას­რუ­ლებს.

ამავ­რო­უ­ლად, ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია და არც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში უარ­ყო­ფენ, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ი­ზარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ეს ეხე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­სა და საფ­რან­გეთს. იტა­ლი­უ­რი მე­დია კი სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ჩა­დე­ნილ კრი­მი­ნა­ლურ ქმე­დე­ბებ­ზეც იუ­წყე­ბო­და.

მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იტა­ლი­ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლიმ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლის არ­სე­ბო­ბამ შე­საძ­ლოა, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიღ­წე­ვებს, რო­გო­რიც არის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია. მან ქარ­თულ მხა­რეს ორ­გა­ნი­ზე­ბულ კრი­მი­ნალ­თან ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ბრძო­ლა შეს­თა­ვა­ზა.

ამას­თან, ევ­რო­პა­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, გა­სუ­ლი წლის 18 აპ­რილს პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გვა­რის შეც­ვლის პრო­ცე­დუ­რე­ბის გამ­კაც­რე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ­გუ­მენ­ტი ასე­თია: „ხში­რად მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და შენ­გე­ნის ზო­ნა­ში შეს­ვლა, მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და უარი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე ან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში იყო მხი­ლე­ბუ­ლი, გვა­რის შეც­ვლის შემ­დგომ ისევ ცდი­ლობ­და შენ­გე­ნის ზო­ნა­ში შეს­ვლას, დარ­ჩე­ნას და სხვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნას. ინი­ცი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მკვეთ­რად შემ­ცირ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

განაგრძეთ კითხვა

ირანელი პარლამენტარი - ირანმა, შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედოს