„სინერჯი კაპიტალი“ ახალ ოფისში, გაძლიერებული ორგანიზაციული სტრუქტურით, პორტფელის აქტიური გაფართოების მიზნით, კომპანიების მიღების ახალ ტალღას იწყებს. ინფორმაციას „სინერჯი კაპიტალი“ ავრცელებს.
„სინერჯი კაპიტალის“ კარი ყოველთვის ღიაა კომპანიებისთვის, რომელთაც ზრდის განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნიათ. ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ, შევისწავლოთ და დავეხმაროთ კომპანიებს გახდნენ დარგის ლიდერები ზრდის პოტენციალის სწორად დანახვითა და რეალიზებით.
ამავდროულად, 25 დეკემბრიდან 20 თებერვლამდე კონცენტრირებას მოვახდენთ კომპანიებზე, რომელთა პროდუქტსაც ექსპორტის პოტენციალი გააჩნიათ, ანდა შეუძლიათ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლება. ასევე, განსაკუთრებით საინტერესოა საცალო გაყიდვების ქსელების განვითარება და ტურისტული ბიზნესი: შემომყვანი კომპანიები, სასტუმროები და ა.შ.
თუ იცნობთ ისეთ კომპანიას, რომელსაც ზრდის განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნია და შეუძლია გახდეს დარგის ლიდერი, დააფიქსირეთ მის შესახებ ინფორმაცია სარეგისტრაციო ბმულზე.
„სინერჯი კაპიტალი“ განაგრძობს პორტფელის აქტიურ გაფართოებას და ელოდება ახალ კომპანიებს, რომელთაც სურთ და აქვთ პოტენციალი მათი ღირებულება 10-ჯერ, 100-ჯერ და კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს“,- ნათქვამია განცხადებაში.