გერმანულ გამოცემა „ბიორსინგ ცაიტუნგთან“ საუბრისას, „ფოლკსვაგენის“ ფინანსურმა დირექტორმა ფრანკ ვიტერმა განაცხადა, რომ მის კომპანიას დიზელგეიტის სკანდალით მიყენებული ზარალი წელს 5.5 მილიარდი ევრო დაუჯდება, მომავალ წელს კი ანალოგიური ხარჯი 2 მილიარდ ევროს მიაღწევს.
2015 წლიდან მოყოლებული, რაც გერმანული კომპანია დიზელის ძრავების მონაცემების გაყალბებაში ამხილეს, ეს სკანდალი მას 27 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდა. ამაში შედის სხვადასხვა სახის ჯარიმები, მილიონობით ავტომობილის უკან გაწვევა და სხვა.
ვიტერი დასძენს, რომ გამონაბოლქვის სკანდალის ხარჯები 2020 წელზეც გადავა და ერთ მილიარდ ევროს მიაღწევს.